თურქეთში, ანტალიის პროვინციაში, 2 ადამიანი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.
თურქული მედიის ცნობით, გარდაცვლილები ტყის ხანძარმა იმსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილია ცოლი და ქმარი.
თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტყის ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 7-მდე გაიზარდა.
ფაჰრეტინ ქოჯას თქმით, სულ 507 ადამიანი დაზარალდა და მოცემული მომენტისთვის მკურნალობა 10 ადამიანს უტარდება.