საქართველოში მასობრივი იმუნიზაცია მიმდინარეობს. ქვეყანაში არსებული ოთხი ვაქცინიდან ნებისმიერის დაჯავშნა არავაქცინირებულ პირს სპეციალური სარეგისტრაციო პორტალით შეუძლია.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ავრცელებს ინფორმაციას ვაქცინის არსებული დოზების რაოდენობის შესახებ.
ფაიზერი – 3 203
სინოვაკი – 51 571
სინოფარმი – 62 867
ასტრაზენეკა – 22 093
მოქალაქეებს რეგისტრაცია სატელეფონო ხაზის საშუალებითაც შეუძლიათ. უახლოეს პერიოდში მოსახლეობას ვაქცინის ცოცხალი რიგით მიღებაც შეეძლება.