LIVE TV
ხუთშაბათი, იანვარი 15, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

გავაფრთხილე, რომ ავტომობილის ექსპერტიზის ჩატარება ჩემი თანდასწრების გარეშე არ მოხდეს – თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი

დაპოსტა 2020/08/01-ში
269
ნახვა
გაზიარება

გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, მამუკა ჭელიძესთან შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა.

როგორც რამიშვილი აცხადებს, ბაჩალიაშვილის მშობლებს დაპირდნენ, რომ უახლოეს პერიოდში მათ ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული იქნება. ამასთან, ადვოკატის განმარტებით, მან საგამოძიებო ორგანოს კიდევ ერთხელ განუმარტა, რომ ავტომობილის ექსპერტიზა მის გარეშე არ დაიწყონ, როგორც ეს კომპიუტერის შემთხვევაში მოხდა.

„დეტალურად გვქონდა საუბარი ბატონ მამუკა ჭელიძესთან, ახალ საგამოძიებო ჯგუფთან, თუ რა პირობებში მიმდინარეობდა სამხარეო პოლიციაში გამოძიება. ყველა კითხვა დავუსვით. ასეთი რამ გვითხრეს, რომ მათი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული და რომ ყველანაირად ეცდებიან უმოკლეს ვადაში კითხვებს გასცენ პასუხი.

ჯერ არაფერი დადგენილი არ არის, ვერაფერზე პასუხი ვერ გაგვცეს იქიდან გამომდინარე, რომ დღეს გადმოიტანეს მათთან საქმის მასალები. შუამდგომლობები დაკმაყოფილებულია, მაგრამ როდის იქნება საქმის მასალები გადმოცემული, როდის იქნება ამოღებული, ჯერ ამაზე პასუხი არ არის.

ჩვენთან ჰქონდათ კითხვები იმასთან დაკავშირებით, ჩვენ რა კითხვები გვქონდა მათთან. გამოძიებას ვენდობით იმ შემთხვევაში, როცა შესაბამისი ქმედების განხორციელება დაიწყება, როგორ შეიძლება ნდობა-არ ნდობაზე ვილაპარაკო, როცა დღეს გადაეცათ საქმის მასალები, დღეს იწყებენ კითხვებზე პასუხის გაცემას. გაცნობითი ხასიათი ჰქონდა შეხვედრას, რადგან დღეს გადაეცა საქმის მასალები კრიმინალურ პოლიციას, სამხარეოდან საქმის მასალები დღეს მოიტანეს, გვითხრეს, რომ ყველანაირ პირობას შეგვიქმნიან, რომ ნებისმიერ დროს მოვიდე, ნებისმიერ კითხვაზე მივიღო პასუხი და არ ვიყო ბიბლიოთეკაში, როგორც აქამდე მიწევდა ყოფნა. მათ გავახსენე, როგორი მოლაპარაკება იყო კომპიუტერთან, შევახსენე, რომ ანალოგიური არ განხორციელდეს მანქანასთან დაკავშირებითაც, რადგან ამას აუცილებლად მძაფრი რეაქცია მოჰყვება. შევახსენე, გავაფრთხილე, რომ ავტომობილის ექსპერტიზის ჩატარება ჩემი თანდასწრების გარეშე არ მოხდეს, არ მოხდეს არანაირი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება ისე, რომ მე საქმის კურსში არ ვიყო“, – განაცხადა რამიშვილმა.

მისივე განმარტებით, მამუკა ჭელიძეს სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის მოადგილის არასამართლიან ქცევასა და მის გულგრილ ქმედებებზეც ესაუბრნენ

გაზიარება108

დაკავშირებული -პოსტები

აშშ-ის საიმიგრაციო ვიზების გაცემის დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით განცხადება ვრცელდება

იანვარი 15, 2026
0
მთავარი

აშშ საიმიგრაციო ვიზების დაპაუზება არ ვრცელდება ტურისტულ ვიზებზე - ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია, - ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ამერიკის...

დაწვრილებითDetails

რიკოთის მაგისტრალურ გზაზე გარე განათების კაბელები დაზიანეს და მოიპარეს

იანვარი 15, 2026
25
default
მთავარი

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთზე (რიკოთის მაგისტრალური გზა) გარე განათების ქსელის კაბელების დაზიანებისა და ქურდობის ფაქტები დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს....

დაწვრილებითDetails

მარჯანიშვილზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შსს-მ 34 წლის მამაკაცი დააკავა

იანვარი 15, 2026
102
მთავარი

თბილისში, მარჯანიშვილზე დღეს მომხდარი მკვლელობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. უწყების ცნობით, დაკავებული 1991 წელს დაბადებული პირია. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1991...

დაწვრილებითDetails

„მუქარით და დაშინებით თანასოფლელს ფულს სძალავდა“ – შსს

იანვარი 14, 2026
549
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ე.ა. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით სისტემატურად ჩადენილი ძალადობისა და არაერთგზის...

დაწვრილებითDetails

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

იანვარი 14, 2026
24
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ფ. რუსთავში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა რუსთავში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 1988...

დაწვრილებითDetails

ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი, მხნედ არის – მის მიმართ მოპყრობა ნორმალურია, ისეთი, როგორიც სხვა ნებისმიერ მსჯავრდებულთან მიმართებით – ადვოკატი

იანვარი 13, 2026
108
მთავარი

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ამირან გიგუაშვილის განცხადებით, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი თავს მხნედ გრძნობს და მის მიმართ დამოკიდებულება არის ნორმალური. როგორც ადვოკატმა რუსთავის ციხეში ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ „ინტერპრესნიუსს“...

დაწვრილებითDetails

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

იანვარი 13, 2026
190
მთავარი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება ბრალდებული ალეკო ელისაშვილი. მის საქმეზე საგამოძიებო ვადა...

დაწვრილებითDetails

დასტურდება, რომ ქართველია აშშ-ის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტანი

იანვარი 13, 2026
307
მთავარი

ატლანტის ოკეანეში აშშ-ის მიერ 7 იანვარს დაკავებულ ტანკერ BELLA 1-ის ქართველი კაპიტანი ავთანდილ კალანდაძეა - მეზღვაური ბათუმიდან. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას მეზღვაურებმაც დაუდასტურეს. სავარაუდოდ, ტანკერზე კიდევ 5 ქართველია.  აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა...

დაწვრილებითDetails

დაჭრა თბილისში – შსს ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 13, 2026
119
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მეორე სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი, 1978 წელს დაბადებული ლ.ბ....

დაწვრილებითDetails

იმერეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს

იანვარი 13, 2026
91
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი: უკრაინის მოქალაქე, 1985 წელს დაბადებული ა.კ. და მოლდოვის მოქალაქე, 2005...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».