მთავრობის ადმინისტრაციის წინ ირაკლი ბებუას ოჯახმა საპროტესტო აქცია გამართა.
ბებუას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ირაკლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მას სათანადო ყურადღება ვერ ექცევა.
ირაკლი ბებუას დედამ დედის განმარტებით, ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას და ხელისუფლებისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.
„ორი თვეა განცხადება შეტანილი გვაქვს, მაგრამ არანაირი პასუხი არ არის. გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ ჩემი შვილი გათავისუფლდეს“, – განაცხადა ლალი ფიფიამ