ვიცი რომ ჩემს ასაკთან შედარებით უდიდესი გამოწვევის წინაშე ვდგავარ, თუმცა გული მიკვდება, როდესაც ჩემს ქალაქს იერსახე აქვს დაკარგული , ხოლო ჩემი ქუთათურები გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ.ინდუსტრიის ქალაქად წოდებულ ქუთაისს აღარ გააჩნია არცერთი საწარმო, რომ ადამიანებმა დასაქმება შეძლონ.ახალგაზრდები სწავლის დასრულების შემდეგ ვერ ახდენენ საკუთარი თავის რეალიზებას და ქალაქიდან წასვლაზე არიან ორიენტირებულები.პენსიონრები კი არჩევანის წინაშე დგანან, თავიანთი მცირეოდენი პენსიით, საკვები შეიძინონ თუ მედიკამენტები.ალბათ საზოგადოების ნაწილი ფიქრობს, რომ ასეთი ცხოვრება მათი ხვედრია, მაგრამ არა ჩემო ძვირფასებო, დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან.ყველაზე დიდი გამარჯვება კი წინ გვაქვს .მე ვიქნები თითოეული თქვენგანის უკეთესი პირობების შემქმნელი და ინტერესების დამცველი .ჩემი მერად გახდომის შემთხვევაში:მოსახლეობას გამოვუყოფ გარკვეულ სუბსტანციებს.მოვიზიდავ ინვესტორებს, რათა გაიხსნას საწარმოები.პრიორიტეტს მივანიჭებ ქართულ პროდუქტს.ვიბრძოლებ, რომ ქუთაისს დაუბრუნდეს საპარლამენტო ქალაქის სტატუსი.გისურვებთ წარმატებებს, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ.
ვინ და ვინ არიან ქუთაისის მერობის კანდიდატები
საქართველო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. ქუთაისის მერობის კანდიდატურაზე ამ ეტაპზე 4 პირია დარეგისტრირებული. ესენი არიან: იოსებ ხახალეიშვილი - "ქართული ოცნება" ხატია დეკანოიძე - გაერთიანებული ოპოზიცია ანდრო ლოსაბერიძე - პოლიტიკური პლატფორმა...