ქუთაისის მერობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ქუთაისში პარლამენტის შენობასთან ახალგაზრდები კინოჩვენებას მართავენ.
პოლიტიკოსი ამბობს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია და სუს-ის თანამშრომლები არიან მობილიზებულები.
“საღამოს 8 ზე გირჩი მეტი თავისუფლების ახალგაზრდები ქუთაისის შენობასთან კინოჩვენებას აპირებენ.
გაავსეს პოლიციით და სპეცნაზით სუს-ის ტერიტორია.
ვაფრთხილებ ყველას, ბეწვი არ ჩამოუვარდეთ ახალგაზრდებს!“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.