LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
გააგებინეთ სხვებსაც – ჩვენთან კარგია!

გააგებინეთ სხვებსაც – ჩვენთან კარგია!

დაპოსტა 2021/03/02-ში
A A
51
ნახვა
გაზიარება
ახლა, როცა ვწერ, ჩემთვის, სიბნელეში ვზივარ და მთვარის შუქით არეკლილ სივრცეს გავყურებ. იქ, სადღაც, ჰორიზონტის ბოლოს, ვარსკვლავი მოსწყდა და მეც სურვილი ჩავიფიქრე…

მეზობლად ერთი დიდი ჟრიამული ისმის და მიხარია, ხოლმე.
ორ სართულიანი კოხტა სახლი დგას, უკვე საოჯახო სასტუმროდ ქცეული. სტუმრებიც გვყავს – ლიტვიდან. მაგრამ ვერაფერი გავუგე, ძალიან გულჩათხრობილი მეჩვენენ. წინაზე, ჩეხები გვყავდა და ძალიანაც დავახლოვდით.  ბავშვი ჰყავდათ სასწაული – 3 წლის ზორა. მოკლედ შეჭრილი ოქროსფერი თმა ჰქონდა, ცისფერი თვალები და ხორბლისფერი კანი. ის ბარბარე დადაქალდნენ, ხშირად სტუმრობდა და ეთამაშებოდა. ისე კარგი სანახავი იყო , ბარბარე რომ ქართულად ეტიტინებოდა და ზორა ხმას არ იღებდა.

მჭადი გვიყვარს ჩვენო. იმერელი დიასახლისების ამბავიც ხომ მოგეხსენებათ , დაფაცურდა დედაჩემი უცებ გამოუცხო და იქეთაც გაატანა ფქვილი.

ბაბუამ ასეთი ცუდი აგვისტო არ მახსოვს-ო. არადა, სულ არაა ცუდი, ცოტა გაგვაგრილა.
ეჰ, ვიცი, რომ ბაბუას სულ სხვა დარდი აქვს . ახლა, ხომ თიბვის სეზონია.
დაიწყება ახლა, ბაბუას დილით ადრე ადგომები, წასვლა ცხენით და მერე გვიან დაბრუნება.
ხანდახან ვფიქრობ, დამიბერდა ბაბუა-თქო და წამსვე, გული დარდით მევსება.
ანდა, როგორ შევეგუები მის დაბერებას, როცა ბევრ რამეს მასწავლის.
დღეს დილით ადრე წავიდა. დაათვალიერა თავისი მართვის სადავეები და საღამოხანს დაბრუნდა. მერე, მე დამითმო ცხენი.

ჰო, აგვისტო ზოგისთვის ერთობ გამოუსადეგარი გამოდგა. ზაფხული ზაფხულად არ შეგვარჩინა-ო. სამაგიეროდ, ამ წვიმებმა დედაჩემი დაატრილა, ბუხარი აგვიგიზგიზა, ჭყინტი სიმინდიც მოგვიხარშა და კეცის მჭადებიც დაგვიცხო. თითონ, სამფეხზე შემოდგმულ წითელ ტყემალს უვლიდა.

იქ ზემოთაც კარგი ამბები გვაქვს. ბეევრი სტუმრები გვსტუმრობს და ჩვენც ისე ვხვდებით, როგორც შეგვეფერება.

ისე, საღამოობით კლეიდაზე გადმოწოლილი ნისლების მსუყე ფენაც მოგეწონებათ და სიგრილე, უთუოდ თბილად ჩაგაცმევს. შეიძლება ბუხარიც დაანთოთ და გადაეშვათ ნეტარების ორომტრიალში…

თუ ორღობეში ჩაივლით, აუცილებლად დაინახავთ სამფეხზე შემოდგმულ, მოჩუხჩუხე წითელ, კვასკვასა ტყემალს დიასახლისები, რომ დიდისამბით ამზადებენ.

ბაბუა დღეს არყის გამოსახდელად მოემზადა. რაც საჭირო იყო ყველაფერი მოიძია. განსაკუთრებით მიყვარს ეს მომენტი, გვიანობამდე ცეცხლთან ზის, მერე ჩვენც მივუსხდებით და ვაყოლებთ ამ მთის და იმ ზღვის ამბებს. თითონაც, რომ გვიჯერებს ხოლმე.
მას (ბაბუას) არასდროს სწამდა ჩემი.
იმ გაგებით, რომ ყოველთვის ეგონა არაფრის მაქნისი, უსაქმური ვიყავი. არასდროს მაქებს, ყოველთვის უნდა, რომ მეტი ვიყო.
პატარა წარმატებების შემდეგ მოუბრუნდა ჩემსკენ გული (მაინც არაა კმაყოფილი

გაზიარება20

დაკავშირებული -პოსტები

ქუთაისს დღეს ქალაქის მერი არ მართავს. ამას მართავს მისი ცოლი, ცოლის დაქალები- ბუბა ჩივაძე

by მეგა TV
აპრილი 6, 2021
0
ჟურნალისტ ბუბა ჩივაძეს კომპიუტერული ტომოგრაფია უტარდება
მთავარი

ქუთაისის მერიის შენობაში პოლიციის მიერ ძალის გამოყენებით დაკავებული ჟურნალისტი, ბუბა ჩივაძე ამბობს, რომ ქუთაისი მერმა წინასწარ იცოდა, რა საკითხთან დაკავშირებით მიდიოდა ჟურნალისტი მასთან. როგორც ჩივაძე განმარტავს, მასალა მზადდებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ...

დაწვრილებითDetails

კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს

by მეგა TV
აპრილი 6, 2021
0
კოალიცია “მედიის ადვოკატირებისთვის” ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს
მთავარი

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" ჟურნალისტ ბუბა ჩივაძის საქმეზე სათანადო რეაგირებას ითხოვს. ისინი მოუწოდებენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაასაჯაროვოს საქმის დეტალები. ორგანიზაცია, ასევე, აუცილებლად მიიჩნევს მოხდეს სწრაფი რეაგირება ჟურნალისტის დაკავებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით....

დაწვრილებითDetails

,,სალამი აფხაზეთიდან…”

by მეგა TV
მარტი 2, 2021
0
,,სალამი აფხაზეთიდან…”
მოქალაქე ჟურნალისტი

,,სალამი აფხაზეთიდან... იმ აფხაზეთიდან, 25 წელია სახელის მეტი, რომ არაფერი შემორჩენია. ბევრს ახსოვს როგორი იყო ადრე. გამორჩეულად ლამაზი იყო მაშინ. არსად ისეთი ლურჯი არ ყოფილა ზღვა, როგორც ჩვენთან. ხალხიც სხვანაირი...

დაწვრილებითDetails

,,აი. ასე გავაცილე ეს საინტერესო ზაფხულიც”-თათია კვაბზირიძე

by მეგა TV
მარტი 2, 2021
0
,,აი. ასე გავაცილე ეს საინტერესო ზაფხულიც”-თათია კვაბზირიძე
მოქალაქე ჟურნალისტი

რა კარგია, როცა ზაფხული დგება! სკოლას ვამთავრებთ, დაღლილები ვართ მთელი წელი დატვირთული გრაფიკისგან. ძალიან გვიხარიასკოლისდამთავრება და ბოლო დღეს წიგნების ჩაბარების შემდეგ ვზეიმობთ ამ ამბავს. იწყება ზაფხულის არდადეგები. გრძელი დღეები და...

დაწვრილებითDetails

გორდში ერთი კაცი ცხოვრობს…

by მეგა TV
მაისი 5, 2021
0
გორდში ერთი კაცი ცხოვრობს…
მოქალაქე ჟურნალისტი

გორდში ერთი კაცი ცხოვრობს. სახელად, შოთა. ეს კაცი მარტოხელაა . არავინ იცის სახლში როდის ათევს ღამეს, ან ათევს თუ არა. სულ დადის, მის ოთხფეხა მეგობრებთან ერთად. დადის ზამთარში და ზაფხულში,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"