19 წლის ქუთაისელი გოგონა მარიამ შვანგირაძე “საქართველოს ვარსკვალის” მონაწილეა. მან შესარჩევ ტურზე ლეიდი გაგას სიმღერა Million Reasons შეასრულა და ჟიურის მოწონება დაიმსახურა.
როგორც მარიამი ყვება ის პოზიტიური ადამიანია, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ყოფილა მის ცხოვრებაში. მარიამი ბავშვოვაში ბულინგის მსხვეპლი იყო. სწორედ ამ დეტალებს იხსნებს ის პროექტში და ყვება თუ როგორ გახდა ძლიერი ადამიანი და იპოვა საკუთარი თავი.
“პოზიტიულ ადამიანი ვარ, ასე არ ყოფილა ყოველთვის. გარემო არ მაძლევად იმის საშუალებას რომ ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც ვარ.
ზოგადად წარმომიდგენია რომ ბავშვობის ასაკი უნდა იყოს ლაღი და ბავშვებან ერთად თამაშობდა.
პირველად რაც ბავშვობიდან მახსენდება ბულინგია. თანატოლები, რომელბიც ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემ გვერდით იყვნენ ამახვილებდნენ ყურადღებას ჩემს ფიზიკურ ნიშნებზე, წონაზე, სახის სიწითლეზე, ლოყების სიწითლეზე. ყოველთვის დასვლირი “კურტკით” მივდიოდი სახლში. ძირს აგდებდნენ, ფეხებით სვრიდმენ. როდესაც ქუჩაში მივდიოდი ყურში ჩამესმოდა რაღაც შეძახილები.
ერთი ჩვეულებრივი დღე, როგორც ყოველთვის მარტო ვიჯექი, ვიგრძენი რომ ვიღაც მომიახლოვდა უკნიდან, როდესაც გავიხედე თმა უკვე მოჭრილი მქონდა, მათი რეაქცია კი იყო სიცილი. ერთადერთი რაც შემეძლო იყო, ჩემს ოთახში შესვლა, სარკესთან დაჯდომა და ძიება, თუ რაში იყო პრობლემა.
ერთ დღესაც გადავწყვიტე რომ ცხოვრება უნდა დამეწყრო ახალი ფურცლიდან, ერთად მოვკიდე ძალიან ბევრს საქმეს ხელი და ძალინ ბევრი სხვადასხვა ინტერესის მქონე მეგობარი გავიჩინე. ყველაზე მეტად რაც დამეხმარა ამ პერიოდის გადაგორებაში არის სიმღერა” – ყვება მარიამ შვანგირაძე