ლოს-ანჯელესის სასამართლომ ბრიტნი სპირსის მამა ჯეიმი სპირსი მომღერალზე მეურვეობას ოფიციალურად ჩამოაშორა. მომღერლის ფინანსურ ანგარიშებზე კონტროლი დროებით პროფესიული აუდიტორის ხელში გადავა, რასაც თავად მომღერალი და მისი ადვოკატი ითხოვდნენ. „პირველად 13 წლის განმავლობაში ჩვენ შეგვიძლია იმის თქმა, რომ მხოლოდ ერთ ადამიანს – თავად ბრიტნის შეუძლია გადაწყვიტოს, როგორ უნდა მოიქცეს“, – აცხადებს მეთიუ როზენგარტი.
ჭიათურაში 7 ადამიანი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი
ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება - არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის, შვიდი ადამიანი შიმშილობს. ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი "მაღაროელი" ავრცელებს. მისივე ცნობით, პროტესტის უკიდურეს ფორმას დღეს კიდევ ორმა მაღაროელმა მიმართა, სამს კი პირი აქვს ამოკერილი....