ბრიტანელი კომიკოსი ედი ლარჯი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის 78 წლის იყო. ამის შესახებ Guardian-ი მსახობის შვილზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, ლარჯი გულის უკმარისობით საავადამყოფოში იწვა და კორონავირუსით სწორედ იქ დაინფიცირდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.