,,ხელოვნება არის თავისუფლების სივრცე. სადაც წყდება ხელოვნება, იქ მთავრდება თავისუფლებაც – ამბობს და პანდემიის პირობებში, საკუთარი ხალხის თავისუფლების ხარისხის გაზრდაში საკუთარი წვლილის შესატანად შვეიცარიიდან ჩამოდის კონცერტის ჩასატარებლად.
კონცერტი ძალიან წარმატებულია – კიდევ ერთხელ ატყვევებს დარბაზს საკუთარი კომპოზიციების საოცარი შესრულებით.
თუმცა…
ერთი მთავარი მიზეზი კიდევ აქვს მის საქართველოში დაბრუნებას, რომელსაც საჯაროდ არ ახმოვანებს (ასეა – იმის შესახებ მეტად გიჭირს ლაპარაკი, რაც ძალიან გტკივა) – მონატრებულ ბიძასთან უნდა ყოფნა.
თბილი, ზრდილი, ღრმა სულიერებისა და შინაგანი კულტურის, უნიჭიერესი, მზრუნველი და ყურადღებიანი – ასეთია ჩვენი Demetre Gamsachurdia , ევროპელი ქართველი, საუკეთესო გაგებით.
ბრავო, Konstantine Gamsakhurdia , ასეთი შვილების გაზრდისთვის. ძნელი სათქმელია, რომელი რომელს სჯობს ♥️”-წერს სოცოალურ ქსელში ანა ჯაბაური.