ქუთაისის მერია ბოტანიკური ბაღიდან წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიამდე, მდინარე რიონზე ქვეითთა გადასაადგილებელი ხიდის მოწყობისთვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის ტენდერს აცხადებს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 60 000 ლარია.
გამარჯვებულმა დოკუმენტაციის მომზადება ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს.
ქუთაისის მერიამ საპროექტო დოკუმენტაციის შედგენაზე 30 000 ლარიანი ტენდერი 2017 წლის 2 თებერვალს გამოაცხადა. ტენდერი არ შედგა და პროექტზე ელექტრონული შესყიდვა მეორედ გამოცხადა, რა დროსაც ღირებულება 45 000 ლარამდე გაიზარდა. განმეორებით ტენდერში შპს “სამართლებრივი ანალიზისა და ექსპერტიზის ცენტრმა” 35 444 ლარად გაიმარჯვა.