დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი,რომელსაც კორონავირუსი აქვს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მის მოვალეობას დროებით, დროებით სახელმწიფო მდივანი დომინიკ რააბი შეასრულებს.
ცნობისთვის, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს.
პრემიერის ადმინისტრაციამ გუშინ გაავრცელა განცხადება,რომ ჯონსონს უნარჩუნდება ვირუსისთვის დამახასიათებელი მუდმივი სიმპტომები, მათ შორის მაღალი ტემპერატურა. მათივე ინფორმაციით, ეს ფასდება, როგორც გამაფრთხილებელი ნაბიჯი, რომელიც მიღებულია მისი ექიმის მიერ.