ბორის ჩოჩიევი კორონავირუსით გარდაიცვალა. ის 64 წლის იყო. ოსურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მას კორონავირუსული ინფექციით გამოწვეული გართულებები ჰქონდა.
რამდენიმე დღის განმავლობაში ის საავადმყოფოში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ბორის ჩოჩიევს ოკუპირებულ ცხინვალში არაერთი დე ფაქტო თანამდებობა ეკავა. ხელმძღვანელობდა ეთნიკურ საკითხთა კომიტეტს. იყო ე.წ. განსაკუთრებულ დავალებთა მინისტრი. ხელძღვანელობდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთ ოსეთის ჯგუფს.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, წლების განმავლობაში ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში.
ლეონიდ თიბილოვის ე.წ. ხელისუფლების დროიდან შემდეგ იგი ხელმძღვანელობდა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციას.