საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 838 ახალი შემთხვევა დადასტურდა. დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში დაინფიცირდა 580 869 შემთხვევა.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 39 ადამიანი. სულ ქვეყანაში ვირუსს ემსხვერპლა 8 185 პაციენტი.
გასულ დღე ღამეში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 229 ადამიანი.