ბოლო 1 თვის განმავლობაში გავაგზავნეთ 50 SUV მანქანა უკრაინაში, მებრძოლებს პირველ ხაზზე. https://www.suvsforukraine.com/
რატომ SUV მანქანები?
ბრონეჭილეტებთან ერთად SUV მანქანები ყველაზე მოთხოვნადია რადგან გზები არ არსებობს, ხიდები დანგრეულია და დაჭრილის სწრაფად გამოყვანა მხოლოდ ესეთი ტიპის მანქანით ხერხდება.
როგორ ვაგზავნით?
მანქანებს ვყიდულობთ ესტონეთში, შემდეგ ესტონელებს გადაყავთ საზღვარზე და უკრაინელების ჯგუფი აგრძელებს გზას – ხარკოვი, მარიუპოლი, დონბასის მიმართულებით.
რა გვიჯდება ერთი მანქანა?
+/- $8,000
მანქანებს ასევე ვტვირთავთ გენერატორებით, მედიკამენტებით, დრონებით (ზუმის ფუნქციით), და ღამის ხედვის ტექნიკა.
ამ ეტაპზე ვინ დააფინანსა 50 SUV?
კანადის, ესტონეთის, პოლონეთის, ფინეთის მოქალაქეებმა და ბიზნესმა.
იმ შემთხვევაში როცა მანქანა არის შეძენილი კანადელების დახმარებით, მანქანაზე ვაკრავთ კანადის დროშას (იხილეთ სურათში).
ვიფიქრე, ერთი მანქანა ქართული დროშით გავუშვათ. თუ გაქვთ ინტერესი ჩაერთოთ – https://www.suvsforukraine.com/
ყველას ვინც ჩაერთვება, თუნდაც ერთი ლარით პირადად გავუგზავნი ინფორმაციას და ფოტო მასალას. თვითონ მანქანაზე რომელსაც შევიძენთ და ვის გადაეცემა.
უკრაინელების სახეს ფოტოებში ყოველთვის ვფარავ უსაფრთხოების მიზნით.
note: გადარიცხვა: https://www.suvsforukraine.com/ – ვებ გვერდის ბოლოს არის ღილაკი Donate Now.
Paypal და კრედიტ კარტით (visa, master card) შეიძლება გადარიცხვა.-წერს ვერა ქობალია.