“თქვენ თქვენ შვილთაშვილებს მოუყვებით ძალიან სიამაყით რომ როდესაც საქართველოს ყველაზე მეტად გაუჭირდა, როდესაც საქართველოს ყველაზე დიდი საფრთხე დაემუქრა, სწორედ თქვენ, ქართველმა ახალგაზრდებმა გადაარჩინეს საქართველო, მისი სახელმწიფოებრიობა და საქართველო არის თავისუფალი და წარმატებული იმის გამო, რომ თქვენ არ იყავით გულგრილები… მე ვამაყობ თითოეული თქვენგანით, თქვენ ყველა ჩვენგანზე უფრო მაგრები ხართ და ბოდიში, თუ დაგაკელით კიდევ რაღაცა მე ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ გამომეყვანეთ რუსული გავლენის სფეროდან, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ თქვენ გაზრდილიყავით არაკორუმპირებულ გარემოში და არ გქონოდათ ელემენტარული რაღაცების ნაკლებობა – შუქი, უწყლობა, სიცივე და უბრალოდ შიმშილი” -მიმართა სასამართლო პროცესიდან მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებს
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად, ელისეის სასახლეში გაიმართა.