24 წლის ბიჭი, რომელსაც ოჯახი რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს.
კახა კახიანი 27 თებერვალს ქალაქ ჭიათურიდან ქალაქ საჩხერის მიმართულებით უცნობმა პირმა გაიყოლა და შემდეგ მისი კვალი თითქმის გაქრა.
„ბიჭს, რომელსაც ვეძებდით წუხელ იპოვნეს. დაიღუპა, მანქანამ გაიტანა. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც გააზიარა და გულთან მიიტანა ეს ამბავი“, – წერს გარდაცვლილის ახლობელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.