LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლებს

ბიძინა, ხომ გჯერა საკუთარი რუსული გუნდის, დაგველოდე, შევერკინოთ 4 ოქტომბერს – ძალიან შეგეშალათ! ჩემ გვერდში თქვენნაირი მშიშრები და მხდალები არ არიან! – ლევან ხაბეიშვილი

დაპოსტა 2025/08/01-ში
A A
15
ნახვა
გაზიარება

ბიძინა, ხომ გჯერა საკუთარი რუსული გუნდის, ჰოდა, დაგველოდე, შევერკინოთ 4 ოქტომბერს, – ასე მიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს.

ლევან ხაბეიშვილის შეფასებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავას მიმართ წაყენებული ბრალდება აბსურდულია და ისინი სიმართლისთვის ბოლომდე იბრძოლებენ.

„ოხანაშვილს, მდინარაძეს, კობახიძეს, თქვენნაირები გგონიათ ყველა. ლაშა ცანავა ჩემი მეგობარია, ადამიანი, რომელიც ჩემს უსაფრთხოებას იცავდა და იყო ჩემი შუბლი და კისერი: „ტიტუშკების“ თავდასხმა, ქვების სროლა, ვიღაცის მოგზავნა, კვერცხის, ქვის სროლა. ჩემი მეგობარი, ჩემი თანამებრძოლი, ლაშა ცანავა ჩემს გვერდში იყო ყოველთვის. სანამ ცანავას დააკავებდნენ, შსს-ის გვერდზე დაწერეს, რომ „ლევან ხაბეიშვილისთვის ციხის კარი გაიხსნა“. ზუსტად იმ საღამოს მოიტაცა სუს-მა ლაშა ცანავა. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ბრალს, რომელსაც ედავებიან, თან თაღლითობის მცდელობას, თაღლითობასაც არა, ამაზე სუს-ი არ აკავებს. ეს არ არის სუს-ის საქმე, ეს არის პოლიციის საქმე, თუმცა, წაიყვანეს სუს-ში. ლაშა ცანავა ვერ შეაშინეს, ვერც როცა ბევრი ფული დაუდეს და უთხრეს, იცით რა, აქ რაღაც კადრები გვაქვს „შეკერილი“ და აირჩიე, 9 წელი, ან ხაბეიშვილს უთვალთვალე, გვითხარი, სად გადაადგილდება. კამერა დაიბნიე და სდიე შენს მეგობარს იმისთვის, რომ მერე ჩვენ, „ფოხანაშვილმა“, „ჯეკამ“, მდინარაძემ და კობახიძემ ხაბეიშვილი დავიჭიროთ, მოვყვეთ, როგორი ბრუტალურია და როგორ აპირებს რევოლუციის მოწყობასო. სხვათა შორის, მერე ამას ამავე ხმაში „ამღერებს“ გარკვეულ ოპოზიციონერებს. ძალიან შეგეშალათ, ძალიან! ჩემს გვერდში თქვენნაირი მშიშრები და მხდალები არ არიან. ჩემ გვერდით არიან საქართველოს პატრიოტები, ვაჟკაცი ბიჭები და თან არაერთი. ლაშა ცანავამ თავაწეულად და ღირსეულად თავისით გააღო თავისი საკნის კარი. ცხადია, მის ბრძოლას ჩვენ გავაგრძელებთ და არავის ეშინია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მან „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მიმართა, რომ ერთმანეთს 4 ოქტომბერს, არჩევნებში შეერკინონ.

„ბიძინა, მოდი, შევერკინოთ, თუ მაგარი ხარ. ჩვენ ქართველი ხალხი და შენ, შენი „რუსალკებით“. მოდი, აბა თუ ერთი ადგილი გაქვს, დაგველოდე, ბევრ დროს არ გთხოვთ. 4 ოქტომბრამდე დაგველოდეთ. მივმართავ საზოგადოებას, 4 ოქტომბერს უმნიშვნელოვანესია არავინ დარჩეს სახლში. რაც უფრო მეტი ვიქნებით, მით უფრო მარტივად, მშვიდად დავამარცხებთ და გავუშვებთ ამ ხელისუფლებას. 4 ოქტომბერი არის ქართველი ხალხის გამარჯვების თარიღი. ამ თარიღის რომ გეშინიათ, კოჭებზე გეტყობათ. ვერც ვერანაირ ბრალს ვერ შეთითხნით, ვერც ციხის კარით დამემუქრებით და მეტსაც გეტყვით, არ ვაპირებ არსად ციხეში წასვლას“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

გაზიარება6

დაკავშირებული -პოსტები

ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

30 წლამდე ახალგაზრდა ქალი ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში მიმდინარეობს ცხედრის მდინარიდან ამოყვანის ოპერაცია. ინფორმაციას ,,თაიმერი" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ჭიათურა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 3...

დაწვრილებითDetails

მაქვს იმედი რომ სიმართლე იზეიმებს – გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

გიგა ავალიანის საქემზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ანასტასია ბერუაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილი  “ამ საქმეში მართლაც რომ თავში კი არა შუაშიც არაა.“ მისი თქმით, ის რომ...

დაწვრილებითDetails

გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
მთავარი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში...

დაწვრილებითDetails

კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

 სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა Youtube-ზე 12 წლის წინ გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ისმის ბიჭის ხმა - "კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები". 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს,...

დაწვრილებითDetails

აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით – აშშ-ის საელჩო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
„ დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი…”- ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობა, - ამ განცხადებით აშშ-ს საელჩო საქართველოში 2008...

დაწვრილებითDetails

ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან
მთავარი

"ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე... ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან. მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს... დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე. ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო..." - 6...

დაწვრილებითDetails

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა
მთავარი

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7...

დაწვრილებითDetails

7 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 7 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებსაღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა

by მეგა TV
აგვისტო 6, 2026
0
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
მთავარი

ადიგენის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბოლაჯურთან მომხდარ ავარიას 1 პირი ემსხვერპლა- ინფორმაციას TOK2Region ავრცელებს. შსს-ს ცნობით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"