”ბიძინა ივანიშვილს სურს ცენზურის დაწესება” – აქციის მონაწილეებს ქუთაისში ”ქართუ ბანკის” წინ პროექტორით ბიძინა ივანიშვილის შესახებ ფილმის ჩვენების საშუალება არ მისცეს.
https://www.facebook.com/MEGATVgeOfficial/videos/3036975306336453/
”ჩვენს არასამთავრობო ორგანიზაციას გვინდოდა ფილმი ”საქართველო ერთ ჯიბეში” გვეჩვენებინა, მაგრამ ამის უფლება არ მოგვცეს. ერთ წუთიანი ფილმია პროექტების შესახებ, რომელიც ბიძინა ივანიშვილიმა ჩააგდო და ერთ-ერთი უდიდესი პროექტია პარლამენტის დატოვება ქუთაისში. ამის საშუალება არ მოგვცეს, თქვენ ხედავთ რამდენი პოლიციაა, ჯერ მარტო ოფისიდან გამოგვყვნენ, რათა ამ ფილმის ჩვენება შეეზღუდათ ჩვენთვის.” – განაცხადა “პოსტერუმ ქუთაისის” წევრმა ცოტნე ამაღლობელმა.
”ეს ქვეყანა ერთ ჯიბეში უნდა წაიღოს კონკრეტულად ერთ ადამიანს. ბიძინა ივანიშვილმა ჩააგდო ანაკლიის პორტი, ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისს წაართვა საარსებო წყარო, რომელსაც პარლამენტი ეწოდება და ის გვეუბნება ახალგაზრდებს თქვენ წადით ქვეყნიდან სამუშაოდ, ის არ გვთავაზობს პერსპქტიულ მომავალს და ეს ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია. არ დავუშვებთ რომ ერთ კაცს გადაყვეს მთელი ქვეყანა. არა ვინაშვილის მმართველობას და არა საქართველოს ერთ ჯიბეში. ეს ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ეს კლიპი არის საიმფორმაციო არხებიდან, თუ რა მავნებლობები ახასიათებს ბიძინა ივანიშვილს საქართველოში, თუნდაც ანაკლიასთან, პარლამენტთან და საყდრისთან დაკავშირებით, თუნდაც სანატორიუმებთან დაკავშირებით და ჩვენ ამ ვიდეოს გაშვების უფლება არ მოგვცეს, რისი უფლებაც გვქონდა და უბრალოდ ბიძინა ივანიშვილი ცენზურას აწესებს” – ამბობს “პოსტერუმ ქუთაისის” წევრი ზურაბ კოსტავა.
აქციის მონაწილეებს ფილმის ჩვემების უფლება სამართალდამცველებმა არ მისცეს რის მიზეზად გზის სავალუ ნაწილის შესაძლო გადაკეტვა დასახელდა.
ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ სამართალდამცველები და მერიის ზედამხედველობოს სამსახურის თანამშრომლები.