ხვალ 10.30 ქუთაისში პარლამენტის შენობასთან სამოქალაქო მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” აქციას გამართავს. აქციის მონაწილეები, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით , მთავრობის გადაწყვეტირებას გააპროტესტებენ. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების და ქვეყნის დეკონცეტრაციის პერსპექტივას.
”გთხოვთ, შემოგვიერთდეთ ყველას, ვისთვისაც სულერთი არ არის ქუთაისის პოლიტიკური ძარცვა!”
დღეს ცნობილი გახდა რომ სახელმწიფო პარლამენტის ყოფილ შენობას ყიდის.