“ბიძინა ივანიშვილი მე მგონია, რომ რუსეთიდან არის მართული. შანსი არაა ვალდებულებები არ ჰქონდეს. დემოკრატიულ სვლებს თუ არ აკეთებ, მაშინ რას შეიძლება მივაწეროთ, თუ არა რუსეთს მე მგონია, რომ გარდატეხის პირას ვართ – ან ვირჩევთ რუსეთს ან ვირჩევთ ევროპას, შუაში ვერ ვიდგებით.. ვისი პირითაც არ უნდა მელაპარაკოს შალვა [რამიშვილი] აზრი არ აქვს, ბრძოლას ვაპირებ აუცილებლად”- ლაზარე გრიგორიადისი
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად, ელისეის სასახლეში გაიმართა.