LIVE TV
შაბათი, ივნისი 3, 2023
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები

+12
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მთავარი მთავარი

“ბიძინას სათამაშოები” – ქუთაისში აქცია-პერფომანსს სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა

დაპოსტა 2019/12/11-ში
გაზიარება

ქუთაისში მოძრაობა “გაბედეს” და “შეცვალეს” წევრები ნაძვის ხეზე “ქართული ოცნების” ლიდერების ფოტოების ჩამოკიდებას სცადეს.

“ბიძინას სათამაშოები” – ამგვარად აფასებენ მოძრაობის წევრები მინისტრებს და დეპუტატეს. მათი თქმით, ფოტოების ნაძვის ხეზე დაკიდება სცადეს, რადგან საახალწლო ნაძვის ხეს “ბიძინა ივანიშვილის სათამაშოებიც” დაამშვენებს.

“ახალი წელი მოდის და გადავწყვიტეთ, ბიძინა ივანიშვილის სათამაშოებით მოვრთოთ ნაძვის ხე. მილიონები ჯდება ამ “მარიონეტების” შენახვა, ჩვენ მინიმალურ თანხად დავამზადეთ, მაგრამ არ მოგვცეს ნაძვის ხის მორთვის უფლება და სიმბოლურად, ბუჩქებზე დავტოვეთ”, – განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

მათ მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა და სამართალდამცველებმა ფოტოების განთავსების უფლება არ მისცეს, რასაც  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგებლებსა და ,,გაბედეს” აქტივისტებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლოციაც. როგორც პოლიციის დეპარტამანტეის უფროსის მოადგილემ აკაკი მაისურაძემ განაცხადა ისინი ადგილზე შეტყობინების მიღების გამო გამოცხადნენ. სამართალდამცველებმა ,,გაბედეს” აქტივისტებს განუმარტეს, რომ ისინი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლს არღვევდნენ, რაც გულისხმობს:

თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებას

1. სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებური შესრულება შენობათა ფასადებზე, ვიტრინებზე, ღობეებზე, სვეტებზე, ხე-ნარგავებზე, ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი, ღობეებისა და შენობების შეუღებავად მიტოვება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

(არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი 150-ე მუხლის პირველი ნაწილის სიტყვების „ასევე პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავს მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური საპროტესტო აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი. არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნა ცნობილი) – საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება №1/5/1271 – ვებგვერდი, 09.07.2019წ.

2​1. სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულება ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2​2. ამ მუხლის 2​1 ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით ან, თუ საქმის გარემოებებისა და დამრღვევის პიროვნების გათვალისწინებით ამ ზომის გამოყენება არასაკმარისად იქნება მიჩნეული, – ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 10 დღის ვადაში, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

საბოლოოდ პერფორმანსმა მესხიშვილის თეატრის წინ მდებარე ბუჩქებზე გადაინაცვლა. აქციის მონაწილეებმა ეგრედ წოდებული “ბიძინას სათამაშები” სწორედ აქ დაამაგრეს, თუმცა თვითმმართველობისა და შსს-ს წარმომადგენლებმა ფოტოები მალევე ჩამოხსნეს.

თეგები: აქციაბიძინას სათამაშოებიგაბედე“ოპოზიციაპერფომანსიქართული ოცნება
გაზიარება101

დაკავშირებული -პოსტები

ავარია წყალტუბოში | ძმები კომაში არიან

ივნისი 3, 2023
701
მთავარი

უმძიმესი ავარია მოხდა წყალტუბოში. დაშავებულია 2 არასრულწლოვანი.ინფორმაცია “ნიუპრესი”ავრცელებს არსებული ინფორმაციით, 14 და 2 წლის ძმები ამ დრომდე კომაში არიან. ბავშვები ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში არიან მოთავსებულები.

დაწვრილებით

დაღუპულია ქალი,ხარკოვის რეგიონში ნაღმზე მანქანა აფეთქდა

ივნისი 2, 2023
20
მთავარი

ხარკოვში, დანაღმულ ტერიტორიაზე მანქანა აფეთქდა, მანქანაში 37 წლის ქალი სამ მოზარდთან ერთად იმყოფებოდა.ხარკოვის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ცნობით, ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო 12 და 15 წლის გოგონები და 12 წლის ბიჭი...

დაწვრილებით

შებეკინოში სამრეწველო საწარმოში ხანძარი გაჩნდა

ივნისი 2, 2023
10
მთავარი

ბელგოროდის ქალაქ შებეკინოში სამრეწველო საწარმოში ხანძარი გაჩნდა - რეგიონის ხელმძღვანელი, ვიაჩესლავ გლადკოვი ამტკიცებს რომ ხანძარი "უკრაინის ჯარების მიერ დაბომბვის შემდეგ" გაჩნდა. შებეკინოში ერთ-ერთ სამრეწველო საწარმოს ცეცხლი გაუჩნდა ჭურვის დარტყმის შედეგად. ადგილზე...

დაწვრილებით

3 ბიჭი მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს ,რომ პარლამენტის წინ იდგნენ და ხელში ბანერი ეჭირათ წარწერით “ირაყლი”-ბაია პატარაია

ივნისი 2, 2023
17
მთავარი

"დღეს სამი ბიჭი მხოლოდ იმიტომ დაიჭირეს, რომ პარლამენტის წინ იდგნენ და ხელში ბანერი ეკავათ წარწერით “ირაყლი”. სწორედ ამიტომ იგივე წარწერით უფლებადამცველები შევიკრიბეთ. ჩვენ აშკარად არ გვიჭერენ, ვდგავართ უკვე ნახევარი საათია...

დაწვრილებით

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს

ივნისი 2, 2023
84
მთავარი

ქობულეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამართალდამცავებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. საუბარია 20 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობაზე, რომელიც  ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვში 18 მაისს მოხდა. დაკავებულია 49 წლის გიორგი ბაჟუნაიშვილი, რომელიც სავარაუდო...

დაწვრილებით

ბორჯომელი ახალგაზრდა 10 დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

ივნისი 2, 2023
111
მთავარი

ბორჯომელი ახალგაზრდა 10–დღიანი ძებნის შემდეგ, სოფელ გომთან, გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, წყლიდან გამორიყული ცხედარი სავარაუდოდ მწყემსმა ნახა. ვახო მეტრეველს მაშველები 22 მაისიდან ეძებდნენ, სწორედ ამ დღეს, გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაიცვალა...

დაწვრილებით

კულტურის მინისტრს მოვუწოდებ უარი თქვას ჩემს პიროვნულ დევნაზე-გაგა ჩხეიძე

ივნისი 2, 2023
26
მთავარი

საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ბრალდებებს ყოფილი ხელმძღვანელი გაგა ჩხეიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა "იძულებული ვარ, გამოვეხმაურო ეროვნული კინოცენტრის დღევანდელ განცხადებას, რომელიც მის ფბ-გვერდზე გამოქვეყნდა: - პრეს-რელიზი "გოეთეს მედლით" ჩემი დაჯილდოვების თაობაზე, რომელიც...

დაწვრილებით

რამაზ ზოიძემ ბიშკეკის ტურნირზე ოქროს მედალი მოიპოვა

ივნისი 2, 2023
18
მთავარი

რამაზ ზოიძემ მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი ირანელი მოჰამედრეზა გერეაი აშკარა უპირატესობით, ვადაზე ადრე, დაამარცხა და ბიშკეკის ტურნირის გამარჯვებული გახდა.

დაწვრილებით

გაბი აუტისტია,აქვს საშინელი ტკივილები-ნინო ორდენიძე

ივნისი 2, 2023
38
მთავარი

ევროპული საქართველოს წევრი, ნინო ორდენიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვზე წერს, რომელსაც მისი თქმით, საშინელი ტკივილები აქვს, დედამისი ჯანდაცვის სამინისტროსგან კონსილიუმის მოწვევას ითხოვს, თუმცა უწყება მას არ პასუხს არ სცემს. ნინო...

დაწვრილებით

როგორ აგვარებს ვანის მერია მიუსაფარი ცხოველების საკითხს

ივნისი 2, 2023
38
მთავარი

დაწვრილებით
მეტის ნახვა
მთავარი

სისხლიანი გარჩევა – რატომ დაჭრეს ახალგაზრდა მამაკაცი

მარტი 28, 2022
3.9k
მთავარი

“ძიუდოისტი ჩამიდეს”- გიგი უგულავა

მაისი 11, 2021
79
კულტურა

“სწორედ ქუთაისში გადავწყვიტე რომ დავუბრუნდე მუსიკას, და ალბათ ამით მივიღე სწორი გადაწყვეტილება” – გია ყანჩელის შემოქმედებითი გზა, რომელიც 84 წლის ასაკში დასრულდა

ოქტომბერი 2, 2019
221





+12











.

No Result
View All Result

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2019 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება!

შედით თქვენს ანგარიშზე

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. შესვლა!

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

შესვლა!