თბილისში, მცხეთასა და რუსთავში ბიზნესი წყლის გადასახადს გაძვირებული ტარიფით გადაიხდის.
სემეკის მიერ დამტკიცებული ახალი ტარიფის მიხედვით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის (მოსახლეობისთვის) წყლის გადასახადი უცვლელი დარჩა. რაც შეეხება არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებს (საჯარო და კომერციულ ორგანიზაციებს), თბილისსა და მცხეთაში 1მ3 წყლის გადასახადი 1 იანვრიდან 8.807 ლარი, ხოლო რუსთავში 6.500 ლარი გახდა.
წყალმომარაგების კომპანიისთვის დადგენილი ტარიფები ძალაში 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.