საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის გამო დაწესებული ჯარიმების გამკაცრება არ იგეგმება, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ განაცხადა. პრემიერის თქმით, ამ ეტაპზე მთავრობა აღსრულებაზე კონტროლის გაზრდას აპირებს.
„აღსრულების გამკაცრების ნაწილში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენ, ვაღიარებ, აბსოლუტურად გულწრფელად, რომ ბზობის დღეს სახელმწიფოს ინსტიტუტებს და პირველ რიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა ემოქმედა უფრო ეფექტურად. ამას ვაღიარებ. მაგრამ ჯარიმების კიდევ უფრო გამკაცრება, არა. აღსრულების ნაწილში გამკაცრება და ეფექტურობა იგეგმება“, – აღნიშნა გახარიამ.