ცეცხლოვან წყვილს, ჯეი ლოსა და ბენ აფლეკს ცხოვრების ამ ეტაპზე გლამურული ღონისძიებებისთვის სულაც არ სცხელათ. მათ „მეტ გალაც“ გამოტოვეს. „ბენიფერს“ ახლა სულ სხვა საზრუნავი აქვთ, ისინი ოცნების სახლის აღმშენებლობით არიან დაკავებულები, რომელიც წყვილს 50 მილიონ დოლარი დაუჯდა. ჩვენ უკვე არაერთი ფოტო ვიხილეთ, როგორ იღებს წყვილი მონაწილეობას მშენებლობის პროცესში, ბენი პაპარაცებმა სამშენებლო ხელსაწყოებით ხელში ბევრჯერ გადაიღეს.თუმცა, 52 წლის ჯენიფერი და 49 წლის ბენი ფლირტსა და სასიყვარულო ცანცარს მაინც არ იშლიან. წყვილი ლოს-ანჯელესში გადაიღეს. მათ რესტორანში ივახშმეს, ისინი საოცრად კარგ ხასიათზე იყვნენ. შუა ქუჩაში იცინოდნენ და ხალისობდნენ.
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია-ზელენსკი
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია. უკრაინა შემდგომ ნაბიჯებს სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე განსაზღვრავს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმის ოპერაციები ფრონტის ყველა ძირითად სექტორში გრძელდება...










