მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა.
საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასების ზრდისა და მეორეს მხრივ, ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ერთი წლის განმავლობაში საწვავის ფასი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
საქსტატის მონაცემებით, 2020 წლის ივლისთან შედარებით ბენზინი 56.9 პროცენტით, დიზელი 47.9 პროცენტით გაძვირდა, ხოლო საწვავის წვლილმა წლიურ ინფლაციაში ივლისში 2.1 პპ-ს მიაღწია.
აღსანიშნავია ისიც, რომ გასული ერთი წლის განმავლობაში თხევადი გაზის (LPG) ფასი 4.34%-ით გაიზარდა და საშუალო ღირებულებამ ლიტრზე 1,35 ლარი შეადგინა. ამასთან, ერთ თვეში თხედავი გაზის ფასი შემცირების ტენდენციას ავლენდა და მისმა კლებამ 10.15% შეადგინა.