ქართული ოცნების წევრი და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და დიდი პარტიის ,,პატარა ადამიანებს” მიმართავს:
,,მინდოდა შერლოკ ჰოლმსისთვის მიმემართა,ვიძიებ რატომ ჩამხსნეს ესოდენ წარმატებული ზონის ხელმძღვანელი,ვის დაენანა 400 ლარი და ვირული შრომა და სირბილი ჩემთვის?
უფალი ამბობს:დააკაკუნე და გაგეღებაო,14 ივლისის მერე არ მიძინია,რა ვუთხრა ჩემს უბნის უფროსებს,ჩემს გოგოებს,ჩემს ლომებს, ჩემს შეკოწიწებულ,დალაგებულ,ასჯერ გამოცდილ და გადამოწმებულ აგიტატორებს?
ფული მოვიპარე?ვინმეს ვავნე?პარტიას ვუღალატე?ვინმეს თანამდებობა მინდოდა და ორმო ამოვუთხარე?
ჩემი უბნის უფროსებიც სახტად იყვნენ დარჩენილები__ნანა,შენ რომ ამას გაგიკეთებენ ,ჩვენ რაღას გვიზამენო?
ქართული ოცნება მართლაც ერთი დიდი ოჯახია,მაგრამ არა ჩვენთვის,უბრალო მოკვდავთათვის, არაა ეს ოჯახი ქართული ოცნების ჯარისკაცებისთვის.
ადამიანების უმიზეზოდ მოხსნა,ჩახსნას ახალი სისხლის გადასხმით ხსნიან,არადა ეს ახალი სისხლი სულაც არაა ახალი, ის ვიღაცის ქვისლია, სიძეა,ნათლულია,მამიდასშვილია,ან უბრალოდ ბევრი ფული აქვს.
მაგრამ არიან ადამიანები,არიან ადამიანები ამ სიტყვის დიდი გაგებით, არიან მეგობრები,არიან,კი….
არიან ერთგული მეგობრები და მე მათი დახმარებით მივიწევ წინ სიმართლის ძიებაში და მივიყვან მას ბოლომდე აუცილებლად.
არავის გადაგიხდით სამაგიეროს უბრალოდ ბევრს,ბევრს,ბევრს ვიცინებ თქვენი პაააატარა ადამიანობის გამო.
ნანა კოსტავა.