“ვალენსიას” X-ის ოფიციალურ გვერდზე გიორგი მამარდაშვილის ვიდეომიმართვა გამოქვეყნდი სპორტსმენი კლუბის გულშემატკივრებს საქართველოს ნაკრების წარმატებას უზიარებს.
“მოგესალმებით გულშემატკივრებო! ბედნიერი ვარ, რომ საქართველოს ნაკრები “ევრო 2024”-ზე ითამაშებს. მინდა, ეს მიღწევა ყველა თქვენგანს გაგიზიაროთ. შევხდებით შაბათს, “მესტალიაზე”, მალიორკასთან მატჩზე”, – აცხადებს საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე.