ბაღდათში ტრაგიკულად გარდაცვლილი 4 მცირეწლოვანი, ორსული დედა და ოჯახის ახლობელი ქალი დაკრძალეს. ცხედრები ბაღდათის საკათედრო ტაძარიდან 14:00 საათზე გამოასვენეს.
როგორც ცნობილია დაკრძალვის მთლიან ხარჯებს ადგილობრივი თვითმმართველობა აანაზღაურებს.
ტრაგიკული შემთხვევა 3 თებერვალს, ღამით, ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე მდებარე იმ მიტოვებულ სახლში მოხდა, რომელსაც გარდაცვლილები თავს აფარებდნენ.
ხანძრის შედეგად 6 ადამიანი, მათ შორის 4 მცირეწლოვანი დაიღუპა. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.