ბაღდათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ. 19 წლის დათო ზივზივაძე, რომელიც მოტოციკლს მართავდა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა, მისი შეყვარებული მარიამ მაჩიტაძე კი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მდინარეში დაკარგული კაცი, რომელმაც დედა-შვილი გადაარჩინა და თვითონ დინებამ გაიტაცა, ცოცხალი იპოვეს
წალენჯიხაში, მდინარეში დაკარგული კაცი, რომელმაც დედა-შვილი გადაარჩინა და თვითონ დინებამ გაიტაცა, ცოცხალი იპოვეს - ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადასტურებს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ სქურში...










