“ბაღდათის მუნიციპალიტეტში 6 აგვისტოს მომხდარი ტრაგედიის გამო, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, 10 აგვისტოს დაგეგმილი საერთო – სახალხო დღესასწაული “ზეკარობა 2019″, ასევე 12 აგვისტოს ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღარ გაიმართება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს” – ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს გვერდები ავრცელებენ.
შეგახსენებთ, რომ ბაღდათში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. შემთხვევა გუშინ, ღამის საათებში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი ერთმანეთს შეეჯახნენ. 19 წლის დათო ზივზივაძე, რომელიც მოტოციკლს მართავდა შემთხვევიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა, მისი შეყვარებული მარიამ მაჩიტაძე კი საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში. შსს-ის ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ტრაგედია იმერეთში – დაღუპულია პატარა ბიჭი
ტრაგედია დატრიალდა წყალტუბოს რაიონის სოფელ გუმათში. ბრმა ტყვიამ მოზარდი იმსხვერპლა. შემთხვევა ძველით ახალ წელს მოხდა. არსებული ინფორმაციით, გეგი ხეცურიანს შემთხვევით გავარდნილი ტყვია არტერიაში მოხვდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა....










