დოკუმენტების მიხედვით, ინციდენტები 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივლისამდე მოხდა. ძაღლმა საიდუმლო სამსახურის წევრებს მაჯაზე, წინამხარზე, იდაყვზე, წელზე, ბარძაყსა და მხარზე უკბინა.
ჯო ბაიდენის ოჯახის შინაურმა ცხოველმა თეთრი სახლი გასული წლის ოქტომბერში, მას შემდეგ დატოვა, რაც საიდუმლო სამსახურის წევრმა ნაკბენის გამო სამედიცინო დახმარება მოითხოვა.
? როგორც პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა CNN-თან აღნიშნა, ძაღლი ნათესავებთან საცხოვრებლად გაგზავნეს.