ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე, საქართველოს ბანკის შენობაზე „კუპატას“ დახატეს.
“კუპატას” სტენსილი სთრითარტისტმა, გრაფიკოსმა და მხატვარმა გიორგი გამეზარდაშვილმა შექმნა.
„კუპატა“ მას შემდეგ გახდა პოპულარული, როცა გავრცელდა ვიდეო, თუ როგორ ეხმარება ძაღლი ბავშვებს ზებრის გადაკვეთაში და უყეფს კანონდამრღვევ მძღოლებს. ვიდეომ მალე მიიქცია ყურადღება. კუპატას ბათუმში სახლიც კი დაუდგეს და ვარსკვლავიც გაუხსნეს.
კუპატას სტენსილის გამოჩენას ბათუმში დადებითი გამოხმაურება მოჰყვა:
“კენჭი რომ იყაროს ბათუმის მაჟორიტარად, მეორე ტურს უეჭველი დადებს”
“დამსახურებულად გახდა ბათუმის სიმბოლო”
“კუპატა არის ბათუმის სავიზიტო ბარათი”