ამინდის გაუარესების გამო, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 3-4 ბალიანი შტორმი ფიქსირდება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს მოუწოდებს, მაშველების მითითებებს დაემორჩილონ და უსაფრთხოების ნორმები დაიცვან.
ზღვის ნაპირზე აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.