18-24 სექტემბერს ევროპის მოედანი და კინოთეატრი “აპოლო” ბათუმის საავტორო ფილმების მე-16 საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი რეგულაციების სრული დაცვით გაიმართება, ღია ცის ქვეშ მოეწყობა კინოჩვენებები, ჩატარდება ვორქშოპები და სემინარები. კინოფესტივალზე წარდგენილი იქნება 30 ქვეყნის 35 სრულმეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური და 30 მოკლემეტრაჟიანი ფილმი.
ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერების პატივსაცემად, ელისეის სასახლეში გაიმართა.