LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ავტობუსში მყოფი თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქეა” – რას წერს რუსული მედია ავტოავარიაზე, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა

ბავშვს ფეხები მოკვეთეს. 95% ქართველები იყვნენ – მძიმე ავარიის ახალი დეტალები

დაპოსტა 2026/09/02-ში
A A
1.4k
ნახვა
გაზიარება

“ავტობუსის მგზავრების 95% „ქართველები იყვნენ“, – ამბობს ავტობუსში მყოფი ერთ-ერთი ოჯახის ნათესავი, რომელმაც ანონიმურობის დაცვა სთხოვა “რადიო თავისუფლებას.”

ავარია 30 აგვისტოს, გვიან ღამით რუსეთის ფედერალურ ტრასა „კავკაზზე“, ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან და დასახლებულ პუნქტ ინოზემცევოსთან ახლოს მოხდა. თბილისიდან მოსკოვისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი „კამაზის“ მარკის სატვირთო მანქანას შეეჯახა და ხევში გადავარდა.

რუსული მედიის ცნობით, ავტობუსში 47 მგზავრი იჯდა. 6 დაიღუპა, 26 კი დაშავდა, მათ შორის 9 ბავშვი.

დაღუპულები და დაშავებულები

რადიო თავისუფლება ავტობუსში მყოფი ერთ-ერთი ოჯახის ნათესავს ესაუბრა. მისი თქმით, ცოლ-ქმარი სამ შვილთან ერთად მოსკოვში ბრუნდებოდნენ, საქართველოში დასვენების შემდეგ. 1 სექტემბერს ბავშვები სკოლაში უნდა მისულიყვნენ.

  • ავარიაში დაიღუპა 45 წლის ვალერი მაჭავარიანი, სამი შვილის მამა.
  • მისი მეუღლე მრავლობითი მოტეხილობებითა და სხვა დაზიანებებით კრიტიკულ მდგომარეობაში, რეანიმაციაში იმყოფება.
  • უმცროს – 6 წლის შვილს ორივე ფეხის ამპუტაცია ჩაუტარეს.
  • შუათანა შვილი კომაშია, მას თავის მძიმე დაზიანება აქვს.
  • უფროსი შვილის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია – მას დაბეჟილობები აქვს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ავტოავარია რუსეთში: ქართველი დიპლომატი „საქართველოს მოქალაქეთა დასახმარებლად გაემგზავრა“

დაღუპულთა შორის არიან:

  • ავტობუსის მძღოლი აკაკი ტოფაძე;
  • მძღოლი თემურ ბანცაძე;
  • მგზავრი, ოთხი შვილის მამა გელა ბულესკერია.

ჩვენთვის უცნობია კიდევ ორი დაღუპულის ვინაობა.

ასევე უცნობია, მძღოლთაგან რომელი მართავდა ავტობუსს ავტოავარიის დროს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ქართველი დიპლომატი, რომელიც რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში მუშაობს, სტავროპოლის ოლქში ავარიაში დაშავებულების დასახმარებლად გაემგზავრა.

ამ ეტაპზე სხვა ინფორმაციას საგარეო უწყება არ გვაწვდის.

„გადმოსვენებისა და ჯანმრთელობის საკითხებს რუსული მხარე აგვარებს“, – გვითხრა ავტობუსში მყოფი ოჯახის ნათესავმა.

„ორთაჭალიდან გავიდა“

ჩვენი რესპონდენტისთვის უცნობია, რომელი კომპანიის ავტობუსი ასრულებდა თბილისი-მოსკოვის რეისს, თუმცა ამბობს, რომ ავტობუსი ორთაჭალიდან გავიდა.

ორთაჭალაში, „თბილისის ცენტრალურმა ავტოსადგურმა“ 30 აგვისტოს განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, „ეს არ იყო ავტოსადგურიდან გასული რეგულარული რეისი“.

„შესაბამისად, ჩვენ – ორთაჭალის ავტოსადგური – არ ვყოფილვართ ჩართული მის ოპერირებაში, როგორც საწყისი პუნქტი“, – წერია ამ დოკუმენტში.

დიდი ალბათობით, რეისს შპს „გუდ ლაინს ბასის“ ავტობუსი ასრულებდა. რადიო თავისუფლება ამასთან დაკავშირებით ინფორმაციის დაზუსტებას ცდილობს.

სოციალურ ქსელში „გუდ ლაინს ბასის“ გვერდებზე მითითებულ ნომრებზე მოპასუხე ადამიანი კომპანიასთან და ავარიასთან კავშირს უარყოფს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის მფლობელი და დირექტორი ვახტანგ ბანცაძეა, – დაღუპული თემურ ბანცაძის შვილი. რეესტრში მითითებული მისი სატელეფონო ნომერი გამორთულია.

„უსაფრთხო დისტანცია ვერ დაიცვა“

ავტოავარიის შემდეგ რუსეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. რუსული მედია ამბობს, რომ გამოძიება პირად კონტროლზე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრ ბასტრიკინმა აიყვანა.

„წინასწარი მონაცემებით, თბილისი-მოსკოვის რეისის ავტობუსის მძღოლი მოძრაობდა სიჩქარით, რომელიც გზაზე ვითარების მუდმივი კონტროლის შესაძლებლობას არ იძლეოდა. მან წინ, იმავე მიმართულებით მოძრავ „კამაზთან“ უსაფრთხო დისტანცია ვერ დაიცვა, რის შედეგადაც შეჯახება მოხდა“, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო ავტოინსპექციის წარმომადგენელმა ვლადიმირ გერასიმოვმა.

რუსული ტელეკომპანია REN TV ერთ-ერთ დაშავებულ მგზავრს, ქამრანს ესაუბრა.

„ყველას გვეძინა, არაფერი დამინახავს. მაშინ გაგვეღვიძა, როცა უკვე შევეჯახეთ. ველოდებოდით, რომ ვინმე ფანჯარას ჩაამტვრევდა. ვყვიროდით, კარი გაეღოთ, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მძღოლი უკვე გარდაცვლილი იყო. ვყვიროდით, არაფერი ისმოდა და არაფერი ჩანდა“, – უთხრა მან ტელეკომპანიას.

31 აგვისტოს რუსეთის სახელმწიფო სააგენტო TASS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ავარიის შედეგად დაშავებული 3 მგზავრი კლინიკიდან გაწერეს. პიატიგორსკის საქალაქო საავადმყოფოში, რეანიმაციის განყოფილებაში, 22 ადამიანი რჩება.

“რადიო თავისუფლება”

გაზიარება563

დაკავშირებული -პოსტები

დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
დაიძინა და ვეღარ გაიღვიძა – თურქეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

თურქეთის ქალაქ იზმირში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა. 53 წლის გია ელიაშვილი, წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის ქალაქ წნორიდან იყო. ის თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა. ოჯახის ახლობლებმა გამოცემას “მთავარი ამბები კახეთიდან” უთხრეს, რომ მამაკაცს...

დაწვრილებითDetails

27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს – რას წერს ბრიტანული მედია

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
27 წლის ქართველი, ბრიტანეთში, მაღაზიების გაქურდვისთვის დააპატიმრეს – რას წერს ბრიტანული მედია
მთავარი

დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, Currys-ის ელექტრო­ტექ­ნი­კის მა­ღა­ზი­ე­ბი­დან ნივ­თე­ბის მო­პარ­ვის­თვის, 27 წლის ქარ­თვე­ლი მა­მა­კა­ცი, ილია პა­ჭ­კო­რია, და­ა­კა­ვეს. სა­სა­მარ­თლომ ის 8 ქურ­დო­ბა­ში ცნო დამ­ნა­შა­ვედ და 20 თვით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ბრი­ტა­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, პა­ჭ­კო­რია10 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა...

დაწვრილებითDetails

რა უნდა იცოდნენ ზოდიაქოს ნიშნებმა მომდევნო დღეებზე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? - ამის შესახებ ასტროლოგი რამაზ გიგაური წერს და რჩევებს გვიზიარებს. „როგორ დავგეგმოთ უახლოესი დღეები? 7, 8 და 9 სექტემბერი - მოქმედების დროა: დღეს მთვარე კირჩხიბშია, ხვალ...

დაწვრილებითDetails

ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი – რას წერს მძიმე ავარიას გადარჩენილი ქალი
მთავარი

თუშეთიში, ავარიის შემდეგ გადარჩენილი მგზავრი, ტასო მოდებაძე: ბევრჯერ გადატრიალებული მანქანის ფანჯრიდან ცოცხალი რომ ამოვედი, პირველად მაშინ გავიაზრე, რომ ჩემს თავს სასწაული მოხდა. მეორედ კი მაშინ, როცა ელე ვიპოვნეთ თითქმის უგონო...

დაწვრილებითDetails

კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
მთავარი

დღეს, 7 სექტემბერს, კურორტ გომისმთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა. კურორტთან მისასვლელი გზა ჩაკეტილია. კურორტზე მყოფი მოქალაქეების თქმით, მეწყერი დილის საათებში ჩამოწვა კურორტზე ასასვლელი გზის დაახლოებით შუა ნაწილში. ამ დროისთვის ადგილზე სამაშველო...

დაწვრილებითDetails

გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა. როგორც ადგილობრივები "მეგა ტვ"-თან ამბობენ, გორდის დასახლებულ უბანში, დათვი ასე ახლოს პირველად გამოჩნდა და შემოსავალი გაუნადგურა. "სოფელში გარეული ცხოველებისგან...

დაწვრილებითDetails

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი – არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი, აქედან გამომდინარე, არის მარტივი, ტყუილი სპეკულაციები,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 4 სამრთალდარღვევა გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
მთავარი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება. გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ძალიან ბევრი რამე ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით – ირაკლი კობახიძე რიჟვაძეზე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

"მე ბევრი რამე ვიცი  ამ საქმესთან დაკავშირებით"- ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის საქმეზე დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, კითხვების ადრესატი არა თავად, არამედ პროკურატურა და თავად აჭარის მთავარობის მეთაური...

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილი დავიდა შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პირველად პასუხობს - "ქართული ოცნების" მოქმედმა პრემიერმა, მისი წინამორბედის განცხადებებს "სასაცილო და ტრაგიკული" უწოდა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი "დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე": ერთადერთი კომენტარი,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"