ნიცა კირვალიძე ჯერ მხოლოდ 17 წლისაა, თუმცა უკვე მოასწრო და თავისი ხმით და სიმღერით ბევრ ადამიანს შეაყვარა თავი. მუსიკაზე 10 წლიდან დადის, თუმცა ის რომ ნიჭი და სიმღერისადმი სიყვარული ჰქონდა დედამ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში შეამჩნია „ 2 წლის იყო როცა ჭრელო პეპელა სამ ხმაში ვიმღერეთ“- იხსენებს ღიმილით მაკა აბულაძე . შემდეგ კი იყო მოსკოვი და საბოლოოდ სამშობლოში დაბუნებულმა ოჯახმა გადაწყვიტა ნიცას ნიჭი და მუსიკის მიმართ სიყვარული სწორედ ქართული სიმღერებში აჟღერებულიყო. ახლა ნიცა კვირაში რამდენჯერმე კახაბერ გრძელიშვილთან სტუდიაში „ქართუ“ დადის.
გია ყანჩელის უკვდავი მუსიკა ქუთაისელი გოგონას საოცარი შესრულებით