ქუთაისში დახმარება ითხოვენ. ნაქირავებში შესახლებული მამიდა და ძმის შვილი სულ მარტონი, კეთილი ადამიანების იმედად არიან დარჩენილი.
36 წლის ჟენია, რომელიც ბავშვობიდან ბრამაა მის 72 წლის მამიდას უვლის და ასე ერთმანეთის გვერდში დგომით გააქვთ თავი. ერთადერთი დახმარება მათთვის პენსიაა, რაც ნაქირავებში შესახლებულებს ქირაში კომუნალურებსა და წამლებში არ ყოფნით. ჟენია იძულებულია საკვებისათვის ქუჩაში მოწყალება ითხოვოს. ასე გააქვეთ თავი.
ყველაზე მეტად ახლა პანდემიის მეორე ტალღა აშინებს, რადგან დაცარილებულ ქუჩებში იმ ორი თეთრის შოვნასაც ვეღარ შეძლებს.
ქუჩაში მოწყალებას ითხოვს, თუმცა როგორც ჩანს სახელმწიფომ მათთვის სოციალური დახმარების მიცემას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ორჯერ გადამოწმების შემდეგადაც კი ქულები მაღალია. ჟენიას და ქალბატონ ნანას ისევ კეთილი ადამიანების და მათი დახმარების იმედი აქვთ .