დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ბავშვთა ვაქცინაცია ამ დროისთვის ქვეყანაში არ იგეგმება, რადგან ბავშვებზე ადაპტირებული ვაქცინა მსოფლიოში არ არსებობს. მისი თქმით, ბავშვთა დაცვა მხოლოდ მშობელთა იმუნიზაციითაა შესაძლებელი.
“ჯერჯერობით არ დაწყებულა არსად ბავშვების აცრები. დაწყებული რამდენიმე ქვეყანაში: კანადამ დაიწყო, შემდეგ შტატებმა, შემდეგ იტალიამ, ისრაელმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ მოზარდების 12-15 წლამდე და ისიც მხოლოდ ერთი ვაქცინით, “ფაიზერით”.
დანარჩენ ვაქცინებზე კვლევები არ არის ბავშვებში. ერთადერთი, ჩინელების ერთ-ერთი ვაქცინა მესამე ფაზის კვლევებს გადის 3 წლის ასაკიდან ზემოთ. ამიტომ, ჯერ ეს დასრულებული არ არის, ამიტომ, ბავშვების ვაქცინაციაზე ჯერ საუბარი არ არის”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.