ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალური ქსელის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს.
“ახლა CNN – ზე ინტენსიურ თერაპიაში მწოლიარე პაციენტებს ანახებენ, რომელთაც ჟანგბადის კაფსულა აქვთ ცხვირზე მორგებული, ქოშინებენ და ამბობენ: ძალიან ვნანობთ აუცრელობასო, ყველას გადაეცითო, რომ ასეთი შეცდომა ცხოვრებაში არ დაუშვათო.
სამწუხაროდ, ამ დროს, ჩვენი ქვეყნის კლინიკებში 6835 ადამიანი მკურნალობს და მათი 99.9% აუცრელია.
არ იქნება ცუდი, თუ პაციენტების თანხმობით ჩვენი ტელევიზიებიც მოგვასმენინებენ ასეთი ადამიანების აზრს,” – წერს კულუმბეგოვი Facebook-ზე.