პანდემიის დაწყებიდან თითქმის 20 თვის თავზე მსოფლიოში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.
იმუნიზაციის პროცესმა ახალი კითხვები გააჩინა.
საზოგადოებაში აქტიურად ცირკულირებს აზრი იმის შესახებ, რომ კოვიდ ვაქცინები რეპროდუქციულ სისტემას აზიანებს და ზემოქმედებს ფერტილურობაზე (ორგანიზმის უნარი წარმოქმნას შთამომავლობა).
|ახდენს თუ არა ვაქცინაცია გავლენას მამაკაცის სპერმის ხარისხზე
სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კორონავირუსის ვაქცინები გავლენას მამაკაცის სპერმის ხარისხზეც ახდებს და უნაყოფობას იწვევს.
თუმცა, კვლევები საპირისპიროს ცხადყოფს.
კერძოდ, აშშ-ში ჩატარებული კვლევის ფარგლებში 45 მამაკაცის მონაცემები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ ვაქცინამდე და ვაქცინაციის შემდეგ მათი სპერმის ხარისხში არანაირი ცვლილება არ დაფიქსირებულა.
„კვლევის შედეგად არ გამოვლენილა არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ვაქცინა მამაკაცის სპერმის ხარისხზე რაიმე სახის გავლენას ახდენს”,- განაცხადა კვლევის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, დენიელ ნასაუმ.
Now is the time. It is so important to #GetVaccinated if you have not already and #StopTheSpread of the #DeltaVariant.
>97% of admitted patients in the US are Unvaccinated!! https://t.co/NBx0LwV4Oz
— Daniel Nassau (@Nassau_MD) July 25, 2021
მაიამის უნივერსიტეტის პროფესორის, რამასამის განცხადებით, ვაქცინისგან განსხვავდებით, COVID-19-ს ერექციული დისფუნქციისა და უნაყოფობის გამოწვევა ნამდვილად შეუძლია.
მისივე თქმით, ჩატარებულმა კვლევებმა, აჩვენა რომ კორონავირუსი მამაკაცის სპერმის ხარისხზე გავლენას ახდენს.