ინგლისში დაბადებული დღენაკლული ბავშვი, კოლიბაცილის, სეფსის და კორონავირუსს გაუმკლავდა და გადარჩა. მშბოლები მას თავიანთ პატარა მეომარს უწოდებენ.
პატარა არჩი 2020 წლის 1 დეკემბერს, ორსულობის 25-ე კვირას დაიბადა და მხოლოდ 765 გრამს იწონიდა. დაბადებიდან მეხუთე კვირას, მას კოლიბაცილი აღმოაჩნდა, მოგვიანებით კი სეფსისი განუვითარდა, რამდენიმე კვირის შემდეგ კი ექიმებმა მშობლებს შეატყობინეს, რომ პატარა კოვიდინფიცირებული იყო.
გახდა საჭირო ახალშობილის 10 დღით იზოლირება, რაც მშობლებისთვის მარადისობის ტოლფასი იყო.
დაბადების შემდეგ არჩის დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეეძლო, ექიმები მისი სიცოცხლისთვის 40 წუთის განმავლობაში იბრძოდნენ.
მშობლებს, ოთხი დღის განმავლობაში, არ შეეძლოთ ბავშვთან შეხება, მაგრამ დედის თქმით, როდესაც მას საბოლოოდ, ბავშის ხელში აყვანის ნება დართეს, ეს ყველაზე ჯადოსნური მომენტი იყოს მის ცხოვრებაში.
21 წლის დედის თქმით, როდესაც ექიმებმა შვილის კოვიდინფიცირების შესახებ შეატყობინეს, ცუდად გახდა, რადგანაც ვირუსი ჯანმრთელი ადამიანისთვისაც საშიშია, არჩის კი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდა. სიკვდილამდე შეშინებული ვიყავი. როდესაც 10 დღის იზოლირების შემდეგ არჩის ხელში აყვანის უფლება მომცეს, ვიგრძენი, რომ ისევ შემეძლო სუნთქვა..- ამბობს ის.
არჩი ახლა 1.36 კგ იწონის და თავს მშვენივრად გრძნობს. მისი სრული სახელია არჩი ტერი მარსელ ევარდი.
ტერი გარდაცვლილი ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს, მარსელი კი სახელის მნიშვნელობის გამო, რაც პატარა მეომარს ნიშნავს.
„ჩვენ ძალიან ვამაყობთ მისით, სიტყვებით ვერ აღვწერთ, როგორ გვინდა რაც შეიძლება მალე წავიყვანოთ სახლში“ – ამბობენ მშობლები.