ახალი კლიპი სოციალურ ქსელში გუშინ ღამით გამოჩნდა, შემდეგ youtube-ზეც აიტვირთა.
“STOP COVID – 19 დარჩი სახლში” – იდეის ავტორია: სოფო ბედია, კომპოზიტორი: კაკი ბოლქვაძე
ტექსტი: ნანა ცინცაძე კლიპის რეჟისორი: ბესო კვარაცხელია”- ასეთია კლიპის წარდგენა.
კლიპს “სხვა რაკურსის” ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებისთანავე არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. იყო საკმაოდ კრიტიკული და მწვავე კომენატები, რომელებიც მოგვიანებით წაიშალა. ამ ფაქტს კიდევ უფრო დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა საზოგადოებაში. რაც შეეხება YOUTUBE-ს კლიპს 700 მოწონება 3 600 უარყოფითი გამოხმაურება აქვს, უნდა აღინიშნოს ისიც რომ გათიშულია კომენტარები და მომხმარებელს აზრის დაფიქსირების საშუალება არ ეძლევა.
საზოგადოების ნაწილმა იდეა მოიწონა, ნაწილმა შინაარსიც. ზოგს 90-იანების ნოტები გაახსენა, ზოგსაც მოქ. კავშირი.
თუმცა, როგორც კლიპის შინაარსიდან ირკვევა, მისი შექმნის მთავარი მიზანი კორონა ვირუსთან ბრძოლაში ერთიანობა და ურთიერთ სიყვარულია. საზოგადოების ნაწილმა კლიპის შემქმნელებს ხარისხი დაუწუნა და გაჩნდა მთავარი კითხვა: დაიხარჯა თუ არა ამ იდეის განხორციელებაში ხალხისფული, რომელსაც პასუხი ალბათ, უთუოდ გაეცემა.
“იმ კოლექტიურ „მუსიკალურ“ ვიდეოს არ გავაზიარებ. მეგობრები კი მიხვდებით, რატომაც. სად შემიძლია მაგდენი?” – წერს ჟურნალისტი ლაშა გაბუნია სოციალურ ქსელში.
“ის კლიპი ვნახე ახლა, “დარჩი სახლშიო”. რამდენი რამე მინდა ვთქვა და თავს ვერ ვუყრი ? მარა ერთი რამე ფაქტია, ვინც გადაიღო, “გიხაროდენ”, “მიშა მაგარია”, ვანოს პოლიციის ჰიმნი, “საიუზ ნერუშიმი”, ვაბშე ყველაფერს დაგავიწყებს, ისეთი გააკეთეს.” – წერს ჟურნალისტი გიორგი გოგუა.