გიგა ჭიკაძემ დღეს UFC-ის ოქტაგონზე ბრაზილიელი ვეტერანი მებრძოლი, ედსონ ბარბოზა დაამარცხა და MMA კარიერაში ახალი ფურცელი დაწერა. გიგას ბარბოზას ტექნიკური ნოკაუტით დამარცხებისთვის, 3 რაუნდი დასჭირდა.
ბრძოლის შემდეგ ქართველმა მებრძოლმა, მადლობა გადაუხადა ბარბოზას, საკუთარი გუნდის წევრებს და ქომაგებს საქართველოში, ბოლოს კი პოლ ფელდერის კითხვაზე თუ ვის ისურვებდა გიგა მომავალ მეტოქედ, 33 წლის მებრძოლმა მაქს ჰოლოუეი გამოიწვია და ასეთი პასუხის გასცა.
“ეს კაცი ჰავაიდან, რომელიც დღეს დივიზიონის ლიდერობს…” – ამბობდა გიგა. “ინტერვიუში ვნახე რომ ჩემზე ისაუბრა, იცის ჩემი სახელი – ‘გიგა ქიქი’ ასე მომიხსენია. მაგრამ მინდა იცოდეს, რომ მხოლოდ ‘გიგა ქიქი’ არ ვარ, ოქტაგონზე ხალხის გამწარება შემიძლია.”
ჭიკაძის დღევანდელ გამარჯვებას, ტვიტერზე UFC-ისთან ასოცირებული ბევრი ჟურნალისტი და მებრძოლი გამოეხმაურა, მათ შორის დენიელ კორმიე, ალჯემეინ სტერლინგი და გილბერტ ბარნსი. “ეს გიგა ჭიკაძე არ ხუმრობს” – წერდა კორმიე ბრძოლის შემდეგ.