ქუთაისის კლინიკაში გარდაცვლილი ორსული ქალის მაჩვენებლები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი, სწორედ პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი ჰქონდა თუ არა ქალს ვირუსული ინფექცია.
როგორც “მეგა ტვ”-ს წყარომ განუცხადა 33 ქალი სოფელ პიპეთიდანაა. მას სიცხე და მუცლის არეში ტკივილები რამდენიმე დღის განმავლობაში აწუხებდა, თუმცა სასწრაფოს საავადმყოფოში გადაყვანეზე უარი განუცხადა.
არსებული ინფორმაციით ხუთი თვის ორსული ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ამბროლაურის საავადმყოფოში მიიყვანეს, საიდანაც კატასტროფის ჯგუფმა დაუყოვნებლივ ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანა.
როგორც “მეგა ტვ”-ს წყარომ განუცხადა საავადმყოფოში შეყვანისას ნაყოფი უკვე მკვდარი იყო, ქალი კი რამდენიმე საათში გარდაიცვალა, მას ორივე ფილტვში პნევმონია ჰქონდა.
გართულებული რესპირატორული ინფექციის გამო, ორსული ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.