ახალგაზრდები ვერ ხედავენ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში მათთვის მისაღებ ალტერნატივას, მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა შემცირდეს”, – ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) წინასაარჩევნო დელეგაციის ანგარიშშია საუბარი.
დოკუმენტში წერია, რომ ახალგაზრდები განსაკუთრებული იმედგაცრუებით სწორედ ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ გამოირჩევიან.
„ახალგაზრდები ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის მიმართ განსაკუთრებული იმედგაცრუებით გამოირჩევიან. NDI-ის მიერ 2023 წლის ოქტომბერნოემბერში ჩატარებულ გამოკითხვაში, 18-34 წლის ასაკობრივი ჯგუფის მხოლოდ 20%-მა თქვა, რომ ქვეყანაში არის ერთი პარტია მაინც, რომელიც მათ ინტერესებს წარმოადგენს. ამასთანავე, პარლამენტის მუშაობას დადებითად აღნიშნული ასაკობრივი კატეგორიის მხოლოდ 9%, ხოლო უარყოფითად 37% აფასებს. ვინაიდან ახალგაზრდები ვერ ხედავენ არსებულ პოლიტიკურ სპექტრში მათთვის მისაღებ ალტერნატივას, მათი მონაწილეობა არჩევნებში, შესაძლოა შემცირდეს“, – წერია დოკუმენტში.