,,SOS!!!!!! მოგესალმებით ჩემო მეგობრებო, ეს გოგონა არის ჩვენი თანამემამულე, თანაქალაქელი , ჩვენი ბავშვობა და ჩვენი თაობა :მარიკა ბალავაძე 41 წლის.2017 წელს ოპერაციის შემდეგ, გერმანიასა და საქართველოში ჩატარებული ლაბორატორიულ-მორფოლოგიური კვლევების შედეგად, დაუდგინდა დიაგნოზი: სარძევე ჯირკვლის ინვაზიური კარცინომა. ბირთვული ავთვისებიანობის მაღალი ხარისხით. ქიმიო/ სხივური/ და ჰორმონი თერაპიების შედეგაც, რომელსაც მეხუთე წელია გადის, დაუზიანდა ღვიძლი და სხვა შინაგანი ორგანოების ფუნქციები. თურქ ონკოლოგებთან ონლაინ კონსულტაციისას გამოიკვეთა საჭირო აუცილებლობა – ადგილზევე (თურქეთში) ჩასატარებელი სამედიცინო კვლევებისა , რაც გარკვეულწილად დიდ თანხებთან ასოცირდება . მათ შორის გადასახედია, ჰორმონალური თერაპიის მაღალი დოზები, რაც მომაკვდინებლად მოქმედებს ღვიძლისა და სხვა შინაგანი ორგანოების ფუნქციურ მუშაობაზე. სწორი მკურნალობის მენეჯმენტი და დროული დიაგნოსტიკური კვლევა, მისი სიცოცხლის გახანგრძლივებას ნიშნავს. ავღნიშნავ, რომ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, პაციენტი ვერ ახერხებს საჭირო სამკურნალო თანხების მოძიებას. თუ ვინმეს გაგიჩნდათ დახმარების სურვილი, რათა გავუხანგრძლივოთ ახალგაზრდა ქალს სიცოცხლე, გთხოვთ გადმორიცხოთ თანხა შეძლებისდაგვარად , შემდეგ ანგარიშის ნომერზე: საქართველოს ბანკი:
ანგარიში: GE97BG0000000816379000GEL GE97BG0000000816379000USD
მიმღები: მარიკა ბალავაძე დანიშნულება :სამკურნალო. N.B.პოსტი ვრცელდება მარიკა ბალავაძესთან შეთანხმებით. შემწეობა ერთი ლარიდანაც ძალიან მნიშვნელოვანია . ზოგიერთ ჩემს მეგობარს ეს პოსტი პირადი შეტყობინებაში მიუვა და ვთხოვ ჯგუფებში გაზიარებას.მადლობა, რომ ხართ ჩვენს გვერდით! ერთად ყოფნისთვის მზად ვართ?! მარიკა ბალავაძე ? “-წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ცირა შვანგირაძე.
ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეში ახალი ვერსია ჩნდება
ყაზახეთში მომხდარი ავიაკატასტროფის საქმეში ახალი ვერსია ჩნდება. სამხედრო ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა სამგზავრო თვითმფრინავს რუსეთის ტერიტორიიდან ესროლეს. ამის მიზეზად სპეციალისტები იმ დაზიანებებს ასახელებენ, რომლებიც ხომალდს გარედან ეტყობა. არის ორი...