თბილისში , ავტობუსში მოკლული ახალგაზრდა ქალი ზუგდიდში გადაასვენეს.
ახლობლების განცხადებით ეჭვმიტანილს ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა და არ არის გამორიცხული დანაშაულის ერთ ერთი ფაქტორი ესეც ყოფილიყო.
გარდაცვლილს სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
მკვლელობაში ეჭვმიტანილს ბრალი უკვე წაუყენეს და მას 7 დან 14 წლამდე პატიმრობა ელოდება.