აჭარაში კორონავირუსის დელტა შტამის რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირების შემთხვევები ძირითადად ტურისტებშია.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ქობულეთში ერთ-ერთი კაფეს 10 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. დაწესებულებამ მუშაობა შეაჩერა, ინფიცირებულ თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირები კი იზოლაციაში გადავიდნენ.